გაცნობა
შალვას მოფერებითი ფორმებია:შალიკა,შალიკო,შალუტა.ამათგან ნაწარმოები გვარებია(ზემოხსენებულთაგარდა):შალვაძე,შალვაშვილი,შალიკაშვილი,შალიკავა,შალიკაძე,შალიკიანი,შალუტაშვილი.
ეს მასალა ვნახე საიტზე: http://www.interes.ge/
გამოჩენილი ადამიანები:
წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი
17 (30) ივნისი
17 (30) ივნისი
წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი გამორჩეული მეომარი იყო და წმიდა თამარ მეფის (ხს. 1
მაისს) მხედრობაში. ერთგულებისა, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის დიდმა თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა. შამქორია გამარჯვების შემდეგ მან ხალიფას დროშა წამოიღო ნიშნად ქრისტიანობის უძლეველობისა და ხახულის ღვთისმშობელს შესწირა სხვა უამრავ ნადავლთან ერთად.
უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვას მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა. მეფის ბრძანებით ბასიანის ბრძოლაში (1204 წ.) ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას მანდატურთუხუცესი შალვა წინამძღოლობდა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად.

შალვა დადიანი

დაიბადა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. სწავლა-განათლება მიიღო შინ მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით. მისი ლექსების პირველი კრებული "ნაპერწკალი" გამოიცა1892 წელს, პროზაული მინიატურები კი იბეჭდებოდა გაზეთ "ივერიაში" 1896 წლიდან. 1893 წლიდან დადიანმა მსახიობობა დაიწყო და შემდგომში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი გახდა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა "მოძრავი დასი", რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა საქართველოს სამრეწველო ცენტრებში, აგრეთვე ბაქოსა და ნოვოროსიისკში.
დადიანს დაწერილი აქვს ისტორიული რომანი ,,გიორგი რუსი”, ,,გვირგვლიანების ოჯახი”, მემუარები გააერთიანა მოგონებათა წიგნში ,,რაც გამახსენდა”, მრავალი მოთხრობა, ნოველა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილი; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს, იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯოდომარე. ქართული თეატრის სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც. დადიანის პიესებს თვალსაჩინო ადგილი ეკავა ქართულ საბჭოთა თეატრის რეპერტუარში.
სხვა მასალას გაეცნობით საიტზე:

Комментариев нет:
Отправить комментарий