воскресенье, 15 февраля 2009 г.

გაცნობა
მე შალვა ვარ, მიმინოშვილი. ჩემი სახელის (ქართული)ეტიმოლოგია დაუდგენელია,შესაძლებელია შავლეგ-ის ვარიანტს წარმოადგენს. როგორც ალექსი ჭინჭარაულმა აღნიშნა,ამის დამადასტურებელია ერთი და იმავე გმირის ხსენება ორივე სახელით ქართულ ხალხურ პოეზიაში:"დედას კაცი მოუვიდა:"შენ შავლეგი მოგიკლესა "...შალვას დედა მოტიროდა,მოიშლიდა გიშრის თმასა" (ქხპ,XI,17).შალვა-ს ადრინდელი ფორმა შაველა→შავლა შემონახულია გვარებში:შავლაძე,შავლიძე,შაველაშვილი,შავლიაშვილი.შალვა თორელთა საგვარეულო სახელი იყო. ცნობილია თამარ მეფის დროინდელი გამოჩენილი მეომარი და სარდალი შალვა თორელი(ახალციხელი).შალვა ერქვა აგრეთვე ბევრ სხვა ისტორიულ პოროვნებას,რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავიაXVIIს-ში სპარსელთა წინააღმდეგ აჯანყების ერთ-ერთი მეთაური შალვა ქსნის ერისთავი,რომელიც თავის შვილ ელიზბართან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად მოწამებრივი სიკვდილით მოკლეს 1661 წელს.ისინი ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.
შალვას მოფერებითი ფორმებია:შალიკა,შალიკო,შალუტა.ამათგან ნაწარმოები გვარებია(ზემოხსენებულთაგარდა):შალვაძე,შალვაშვილი,შალიკაშვილი,შალიკავა,შალიკაძე,შალიკიანი,შალუტაშვილი.
ეს მასალა ვნახე საიტზე:
http://www.interes.ge/




გამოჩენილი ადამიანები:

წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი
17 (30) ივნისი
წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი გამორჩეული მეომარი იყო და წმიდა თამარ მეფის (ხს. 1 მაისს) მხედრობაში. ერთგულებისა, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის დიდმა თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა. შამქორია გამარჯვების შემდეგ მან ხალიფას დროშა წამოიღო ნიშნად ქრისტიანობის უძლეველობისა და ხახულის ღვთისმშობელს შესწირა სხვა უამრავ ნადავლთან ერთად.
უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვას მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა. მეფის ბრძანებით ბასიანის ბრძოლაში (1204 წ.) ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას მანდატურთუხუცესი შალვა წინამძღოლობდა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად.







შალვა დადიანი

შალვა ნიკოლოზის ძე დადიანი იყო ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი.

დაიბადა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. სწავლა-განათლება მიიღო შინ მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით. მისი ლექსების პირველი კრებული "ნაპერწკალი" გამოიცა1892 წელს, პროზაული მინიატურები კი იბეჭდებოდა გაზეთ "ივერიაში" 1896 წლიდან. 1893 წლიდან დადიანმა მსახიობობა დაიწყო და შემდგომში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი გახდა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა "მოძრავი დასი", რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა საქართველოს სამრეწველო ცენტრებში, აგრეთვე ბაქოსა და ნოვოროსიისკში.
დადიანს დაწერილი აქვს ისტორიული რომანი ,,გიორგი რუსი”, ,,გვირგვლიანების ოჯახი”, მემუარები გააერთიანა მოგონებათა წიგნში ,,რაც გამახსენდა”, მრავალი მოთხრობა, ნოველა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილი; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს, იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯოდომარე. ქართული თეატრის სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც. დადიანის პიესებს თვალსაჩინო ადგილი ეკავა ქართულ საბჭოთა თეატრის რეპერტუარში.
სხვა მასალას გაეცნობით საიტზე: